LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დრონი სელფების მოყვარულთათვის (ვიდეო)

81

დრონი, რომელიც ჯიბეში ეტევა და 52 გრამს იწონის, ახალი სიტყვაა დრონების სამყაროში. 5 მეგაპიქსელიანი კამერითა და 4 GB-იანი მეხსიერების ბარათით, 240 მილიამპერ/საათიანი ბატარეით, რომელიც მას ფრენისა და ფოტოების გადაღების საშუალებას აძლევს. ახალი მოწყობილობა არც მეტი არც ნაკლები – სელფების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი.

პატარა დრონის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 20 მეტრია. დრონს რამდენიმე რეჟიმში შეუძლია ერთდროულად მუშაობა: ფოტო გადაღების გარდა გაჯეტის ფუნქციებში ფარული კამერის რეჟიმიც შედის, რომელიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვითმუშაობს.

მოწყობილობას შეუძლია ასევე მფლობელის თავზე ,,იფარფატოს’’ და მისი ნებისმიერი მოძრაობა ზემოდან დააფიქსიროს.

გაჯეტის მართვა სმარტფონებითაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, მისი პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ iOS-ისა და Android-ის სისტემებზეა ხელმისაწვდომი. ფასი დაახლოებით 280 ევრო იქნება. ახალი მოწყობილობა 2017 წლის მარტში გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები