LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ი ორ ახალ სმარტფონს გამოუშვებს

58

დიდი ხანია, რაც Microsoft-მა საკუთარი საავტორო ხაზის – Lumia წარუმატებლობა აღიარა. მართალია, ჩავარდნილი პროდუქტის განვითარება მისი სახელის ან სერიის შეცვლაში არ მდგომარეობს, მაგრამ როგორც ჩანს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემის ავტორი ყველაფრის ცარიელი ფურცლიდან დაწყებას კიდევ ერთხელ აპირებს.

Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მათი ინჟინრები ჭკვიანი მობილურების ახალ სერიაზე – Surface Phone მუშაობენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ფლაგმანი 2 ვერსიად იქნება წარმოდგენილი და განსხვავება ძირითადად ოპერატიულ მეხსიერებას შეეხება. გაჯეტები Snapdragon-ის უკანასკნელ ჩიფსეთს – Snapdragon 835 მიიღებენ და დისფლეის გარჩევადობა 5.5 ინჩი იქნება, სავარაუდოდ QHD გაფართოებით.

Surface Phone-ის შედარებით მძლავრი ვარიანტი 6 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით გამოვა, ხოლო მასზე სუსტი დივაისი 4 GB-ით განისაზღვრება. როგორც მოსალოდნელია გაჯეტები Windows 10 Mobile-ზე იმუშავებს.

ინსაიდერების ვარაუდით, ამერიკული გიგანტის ახალი მოწყობილობები 2017 წლის მარტში უნდა ვიხილოთ.