15 მთავარი მიზეზი რის გამოც, iPhone-ი Android-ის სმარტფონებზე გაცილებით უკეთესია. სატესტო შედარება ორივე პლათფორმის ფინალურ ვერსიებზე: Android 7.0-სა და iOS10-ზე ჩატარდა.
- ყველა დეველოპერი აპლიკაციას პირველად iOS-ისთვის წერს, შემდეგ კი იწყება ოპტიმიზაცია Android-ის სხვადასხვა დივაისებზე.
- iPhone-ი განახლებები არაა დამოკიდებული ქვეყანასა და მობილურ ოპერატორზე. განახლება ნიშნავს, გლობალურ, მასობრივ განახლებას, რომელიც დიდ ბრიტანეთშიც და უგანდაშიც ერთდროულად მიმდინარეობს. (თუ მოცემულ ლოკაციაზე ინტერნეტთან წვდომა იქნება).
- Apple-ის ეკო-სისტემაში გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები (მუსიკალური დამკვრელები, ლეპტოპები, ტაბები, მობილურები) – ერთი ტიპის მოწყობილობისთვის შეძენილი ციფრული კონტენტი, ავტომატურად ხელმისაწვდომია იმავე ანგარიშზე მიბმული ყველა მოწყობილობისთვის. (მართალია, Google-მა ბოლო პერიოდში იგივე სტრატეგია შეიმუშავა, თუმცა ლეპტოპებზე და კომპიუტერების ბაზარზე შესვლა ამერიკული გიგანტი ამიერიდან გეგმავს, რასაც ვერ ვიტყვით ,,ვაშლზე’’. რომელიც მარკეტის დიდი ხნის ლიდერია).
- iPhone-ს არ მოჰყვება არანაირი დამატებითი პროვაიდერის აპლიკაცია, როგორიცაა AT&T და სხვა, რომელიც უმეტესწილად გაჯეტიდან არ იშლება.
- გარანტიის ინტერნაციონალური პირობები. რაც Android-ის დივაისებისთვის, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პირობებითაა წარმოდგენილი.
- ტექნოლოგია AirDrop Share-ი, რაც ერთ ქსელში დაკავშირებული iPhone-ებს შორის, კონტენტის გაზიარებას უზრუნველყოფს.
- Android-ის მოწყობილობების ფასების მკვეთრი დაცემა. 1 წლის შემდეგ, თუნდაც ფლაგმანური მოდელის ღირებულება, ორჯერ ნაკლებია. განსხვავებით iPhone-ისგან.
- iPhone-ის lightining პორტის ტექნოლოგია გაცილებით უკეთესია, ვიდრე Android-ის Micro USB.
- სისტემის სიმარტივე. Apple iOS-ის ინტერფეისი გაცილებით მარტივი და ინტუიციურია.
- ყველაზე კომფორტული ყურსასმენები, საუკეთესო ხმის ხარისხითა და კონტროლირებადი პანელით. Android-ის დივაისების უმეტესობა ყურსასმენების გარეშე იყიდება და მათი შესაძლებლობები ხშირად გამოუსადეგარია რიგითი მომხმარებლისთვის.
- iMessage, FaceTime და FaceTime Audio. ეს ის სამი აპლიკაცია, რის გარეშეც, Apple-ის მომხმარებელი Android-ზე ვერასოდეს გადავა. Apple-ი კი ქარხნული აპლიკაციების დაწერას კონკურენტ პლათფორმაზე არ გეგმავს.
- უკეთესი საოჯახო კატალოგი. რაც შეძენილი კონტენტის რამდენიმე ადამიანისთვის ლიცენზირებულად გაზიარებას გულისხმობს. მართალია, Google-მა აღნიშნული ტექნოლოგია ახლახანს დანერგა, თუმცა, Apple-ი ამ ფუნქციით დიდი ხანია მომხმარებელს ანებივრებს.
- უკეთესი Notification–ების კონტროლი.
- Apple Carrying Centre. ესაა ერთგვარი მომხმარებლის მომსახურების სააგენტო, სადაც რამდენიმე წუთში ახდენენ iPhone-ის შეკეთებას. აღნიშნული დაწესებულება ყველა იმ ქვეყანაშია წარმოდგენილი სადაც Apple ოფიციალურადაა შესული.
- შიდა მეხსიერება. iPhone-მა უარი განაცხადა microSD მეხსიერების ბარათზე მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემა იყოს გაცილებით სტაბილური და წარმადი, რაც ყველაზე კარგად iOS-ის მუშაობის ხარისხზე აისახება.