LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei-მ სმარტფონი Mate 9 Pro წარმოადგინა

81

კომპანია Huawei-მ სმარტფონი Mate 9 Pro წარმოადგინა და ის Huawei Mate 9 Porsche Design-ის მოდიფიცირებულ ვერსიას წარმოადგენს.

სმარტფონი აღჭურვილია მეტალის კორპუსით და Home ღილაკზე თითის ანაბეჭდის სკანერით, ასევე 5,5 დიუიმიანი მოხრილი ეკრანით. Mate 9 Pro-ს ძირითადი კამერა Leica-ს მიერ არის სერთიფიცირებული. წინა კამერია 8 მეგაპიქსელიანია, ძირითადი კი – 20 მეგაპიქსელიანი.

რაც შეეხება ფასს, 4 გიგაბაიტიანი მოწყობილობის შეძენა 686 დოლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო 6 გიგაბაიტიანის – 773 დოლარად. ჩინეთში სმარტფონის გაყიდვები მიმდინარე კვირას დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები