კომპანია Vivo-ს არსენალში სელფის მოყვარულებისთვის სპეციალური სმარტფონი გამოჩნდა. მოდელი Y67 თქვენთვის სასურველ ავტოპორტრეტს 16 მეგაპიქსელიანი კამერით გადაიღებს.
სიახლეს 5,5 დიუიმიანი კორპუსი აქვს, რომელიც მეტალისგან არის დამზადებული. მას ასევე თითის ანაბეჭდის სკანერი აქვს – მეპატრონის სწრაფი იდენტიფიკაციისთვის.
სმარტფონი საკმაოდ თხელია – 7,55 მილიმეტრიანი. მუშაობს „ანდროიდის“ სისტემაზე და აქვს 4 გიგაბაიტიანი მეხსიერება. ძირითადი კამერის ობიქეტივი 13 მეგაპიქსელს შეადგენს.
Vivo Y67 -ის ფასი 265 ამერიკული დოლარია.

