LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე პატარა სმარტფონი

137

კომპანიამ Vphone მოწყობილობა – Vphone S8 წარმოადგინა, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე პატარა სმარტფონის ტიტულს ატარებს.

იგი მხოლოდ 30 გრამს იწონის. გაჯეტს აქვს 1,54 დიუიმიანი ეკრანი, რომელიც 2.5D- დამცავი მინით არის აღჭურვილი. მას თითქმის ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც თანამედროვე სმარტფონს.

ვიზუალურად Vphone S8 სმარტ-საათს ჰგავს. გარდა სმარტფონის პირდაპირი ფუნქციისა, მასში პულსის საზომ და ნაბიჯების მთვლელ მრიცხველსაც შეხვდებით. სიახლე ორ ფერშია ხელმისაწვდომი: შავსა და ვერცხლისფერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები