სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა LG-მ, ოფიციალურად წარმოადგინა ახალი სმარტფონი V34, რომელიც V20-ის იაპონურ მინი-ვერსიას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომი მხოლოდ იაპონიაშია.
LG V34 აღჭურვილია 4 გიგაბაიტიანი მეხსიერებით, 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით, 5,2 დიუმიანიანი ეკრანით. სიახლე 146 გრამს იწონის და წარმოდგენილია ორ ფერში – ვერცხლისფერსა და ოქროსფერში.
სმარტფონი გაყიდვაში ნოემბრიდან გამოვა.
