სამხრეთ კორეაში შექმნეს ბატარეა, რომელიც ჩვეულებრივზე ასჯერ უფრო სწრაფად იტენება. კორეის მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი ტექნოლოგიების ინსტიტუტში ელექტრონული ბატარეის ჰიბრიდული ვერსია შექმნეს, რომლის დატენვის სიჩქარე თანამედროვეობაში გავრცელებული ელემენტების დატენვის სიჩქარეს მკვეთრად აღემატება.
სიახლე ასეთ მაჩვენებლს სუპერკონდენსატორის საშუალებით აღწევს, რომელიც დიდი მოცულობის გამო აქამდე არ გამოიყენებოდა. კორეელმა მეცნიერებმა კი შეძლეს და მისი ზომა მკვეთრად შეამცირეს.
ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად გამოგონება საავტომობილო და მობილურ მოწყობილობებში დაინერგება.