კომპანია Google-ს აპლიკაციების ონლაინ-მაღაზიაში, Play Store ცვლილებები შეაქვს, რაც ჩამოტვირთვამდე სიახლით სარგებლობას გულისხმობს.
პირველად, აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის იქნება, მოგვიანებით კი ის სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.
იმისათვის, რომ ყიდვამდე აპლიკაციით ისარგებლოთ, საკმარისი იქნება სპეციალურ ღილაკზე დააჭიროთ. ტესტის რეჟიმისთვის 10 წუთი მოგეცემათ, ამასთან აპლიკაცია გაჯეტზე არ ჩამოიტვირთება.
სურვილის შემთხვევაში, ერთი და იმავე აპლიკაციის მოსინჯვა მსურველს რამდენჯერმე შეეძლება.