IHS Markit-ის ანალიტიკოსებმა 32 გიგაბიატიანი მეხსიერების მქონე iPhone 7 თვითღირებულება გამოავლინეს და ის 224,8 დოლარს შეადგენს.
სმარტფონის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი დისპლეი აღმოჩნდა, რომლის ფასიც 43 დოლარს შეადგენს. პროცესორი – 34 დოლარი, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი ნაწილი ელემენტი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ 2,5 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მაღაზიებში iPhone 7-ის საშუალო ფასი 649 დოლარს შეადგენს.