კომპანია „სამსუნგმა“ ახალი Galaxy Note 7-თვის განახლებული პროგრამა შექმნა, რაც მას მოულოდნელი აფეთქებისგან დაიცავს.
სიახლე სმარტფონის აკუმულატორს 60%-მდე დატენის, ამ გზით კი აღარ მოხდება გადახურება და აალება, შესაბამისად, მომხმარებლები, რომლებიც ვერ ახერხებენ ან არ სურთ სმარტფონის უკან დაბრუნება, უსაფრთხოდ იქნებიან.
პროგრამა 20 სექტემბერს სამხრეთ კორეაში გამოვა, როდის იქნება ის ხელმისაწვდომი დანარჩენი ქვეყნებისთვისაც, ამ დროისთვის უცნობია.