LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 7 Plus-მა საზოგადოების მოლოდინს გადააჭარბა

115

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, კომპანია Apple-მა, სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე თავისი ახალი სმარტფონი iPhone 7 Plus ოფიციალურად წარმოადგინა.

ქსელში მუდმივად იწერებოდა სხვადასხვა ინფორმაციები მომავალ გაჯეტზე, რომლებიც ოფიციალურ რელიზამდე სხვადასხვა წყაროსგან ვრცელდებოდა.

ახალი სმარტფონის ძირითადი უპირატესობა ორმაგი ძირითადი კამერაა, რომელიც 28 მილიმეტრიანი ობიექტივისგან და 56 მილიმეტრიანი ტელეობიქტივისგან შედგება. ორივეს 12 მეგაპიქსელიანი მრიცხველი აქვს, რომელიც Sony-მ შექმნა. ორი კამერის სისტემისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, iPhone 7 Plus-ში შესაძლებელია “ბოკეს” ეფექტის შექმნა (შერეული ფონი და მკვეთრი სახე). 12 მეგაპიქსელიანი კამერა 60%-ით სწრაფი და 30%-ით ეფექტურია.

snimok-ekrana-2016-09-07-v-23_52_37

iPhone 7 Plus-მა სრულებით სხვა ფერი – Jet Black მიიღო, მაგრამ თუ თქვენ ძველი დიზაინის მოყვარული ხართ, სმარტფონი სტანდარტულ ფერებშიც შეგიძლიათ აირჩიოთ.

iphone-7-official-new-10

Apple-მა გააქრო კლასიკური მექანიკური ღილაკი Home და ის სენსორული გახდა. მის ქვემოთ გამოჩნდა მექანიზმი Taptic Engine, რომელიც მისი გამოყენების დროს ფიზიკურ უკუკავშირს უზრუნველყოფს და მცირე ვიბრაციების სახით გამოხატავს.

design_home_button_haptic_large

Apple გვპირდება, რომ ახალ აიფონებში ორჯერ მაღალი ხმა იქნება, ვიდრე მის წინამორბედებში, ამიტომ გაჩნდა სტერეოდინამიკები.

რაც შეეხება სმარტფონის დატენვის ხანგრძლივობას, სიახლე 1 საათით გვიან დაჯდება, ვიდრე წინა თაობა.

აშშ-ში, იაპონიაში, კანადაში, საფრაგეთში, გერმანიაში, ჩინეთში, სინგაპურში, დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში iPhone 7 Plus გაყიდვაში 16 სექტემბრიდან გამოვა. დეკემბრიდან კი ის დამატებით 130 ქვეყანაში გამოჩნდება.

https://www.youtube.com/watch?v=sbios0u2Px8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები