სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Unity Technologies ერთობლივ პროექტზე – PC gaming platform მუშაობენ.
ამ ორი გიგანტის თანამშრომლობა 650 მილიონ გეიმერამდე ოპერატიულად მისვლას გულისხმობს. სწორედ ამდენი ადამიანი სარგებლობს Facebook-ით თამაშებში ყოველთვიურად. ვებ-თამაშების შემქმნელებმა შარშან 2,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს.
ამჟამად „ფეისბუქი“ ჯგუფის შერჩევას გეგმავს, რომელსაც ახალი სერვისის დახურულ ალფა-ვერსიასთან წვდომა ექნება. განაცხადის შეტანა 31 აგვისტომდე არის შესაძლებელი.