ქსელში Huawei-ს ახალი სმარტფონის – Honor 8-ის ოფიციალური ანონსი შედგა. მოწყობილობას 5,2 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ის 2,5D-ს ტიპს განეკუთვნება, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას „მინის“ კორპუსი იქცევს, რომელიც მას წინიდან და უკნიდან აქვს.
გაჯეტს აქვს 4G, ასევე 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა. სიახლე Android 6.0 Marshmallow-ს ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.
Honor 8 ასევე აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სკანერით, რაც შეეხება კამერებს, ძირითადი 12, ხოლო წინა 8 მეგაპიქსელიანი აქვს.
სმარტფონის ფასი აშშ-ში 300 დოლარს შეადგენს.
