კომპანიამ Sirin Labs მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი – Solarin გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 14 ათასი დოლარია. გაჯეტის პრეზენტაცია ლონდონში ამ დღეებში გაიმართა და მას ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰარდი დაესწრნენ.
სმარტფონი ანდროიდის ბაზაზე მუშაობს და მისი შემქმნელების განცხადებით, სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, სიახლე უსაფრთხოების მაქსიმალური სისტემით გამოირჩევა.
გაჯეტი აღჭურვილია 4 გიგაბაიტიანი მეხსიერებით, 23,8 ძირითადი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერით. ფასიდან გამომდინარე ცხადია, რომ სმარტფონი მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი.



