კომპანია Olympus-მა თავის თაყვანისმეცმლებს ექშენ-კამერა Stylus TG-Tracker წარუდგინა. 8 მეგაპიქსელიანი ფოტოს გადაღება წამში 30 კადრის სიჩქარით შეგიძლიათ.
მოწყობილობას არაფერი მოუვა თუ 2 მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდებთ ან -10 გრადუს ყინვაში თან ატარებთ. დევაისი 100 კილოგრამამდე დაწოლასაც უძლებს. კამერა განსაკუთრებით ლაშქრობების მოყვარულებს გამოადგებათ.
ძირითადი ფუნქციების გარდა, გაჯეტი აღჭურვილია სანათით, თერმომეტრით, Wi-Fi-თ, კომპასით, GPS-ით, ბარომეტრითა და აქსელერომეტრით.
კამერა Olympus-გან 350 დოლარი ღირს.
https://www.youtube.com/watch?v=qMxEkxY4rsw
