LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Levi’s-მა და Goggle-მა ჭკვიანი ქურთუკი შექმნეს

126

კომპანიების, Levi’s-სა და Goggle-ის კოლაბორაციით ჯინსის პირველი ჭკვიანი ტანსაცმელი Commuter Trucker Jacket შეიქმნა. ეს არის ქურთუკი, რომელიც დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავდება. სიახლე აღჭურვილია მიკროსენსორები – ტრადიციული ლურჯი მატერია ინტერაქტიულ ქსოვილად გარდაიქმნება, რომელიც ჟესტებსა და მიკარებაზე რეაგირებს, სმარტფონს კი ის Bluetooth-სა და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით უერთდება.

ქურთუკი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც ველოსიპედით ხშირად სარგებლობს: თუ მგზავრობის დროს ტელეფონი დაგირეკავთ, აუცილებელი არ არის მისი ჯიბიდან ამოღება, უბრალოდ დააჭირეთ სახელურზე მდებარე სპეციალურ ღილაკს.

ქურთუკის გარეცხვა ჩვეულებრივად, მანქანაში არის შესაძლებელი. მისი პრეზენტაცია 2017 წლის გაზაფხულზე შედგება.

754639940720687

754639941404864

754639941676938

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები