LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 7 სამ მოდიფიკაციად გამოვა

62

კომპანია Apple-ის ინფორმაციით, მომდევნო სმარტფონი iPhone 7 სამ მოდიფიკაციად გამოვა. ცნობილი ხდება, რომ iPhone 7-სა და 7 Plus-ის გარდა გამოვა ასევე  iPhone 7 Pro (Plus Premium). რა განსხვავება იქნება მოწყობილობებს შორის, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ iPhone 7-ს 4,7 დიუიმიანი, ხოლო iPhone 7 Plus-ს – 5,5 დიუიმიანი დისპლეი ექნება. გადაუმოწმებელი ინფორმაციით Pro 5,7 დიუიმს მიიღებს. ასევე ჩნდება ინფორმაცია, რომ უკანასკნელ მოდელს ორმაგი კამერა, OLED-დისპლეი და Smart Connector პორტი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები