„ფეისბუქი“ ახალ აპლიკაციაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს ფოტოებისა და ვიდეოების გაცვლის, ასევე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებას მისცემს.
აღნიშნული სიახლე სოციალურ ქსელ Snapchat-ის ერთგვარი ანალოგი იქნება. როგორც ცნობილი ხდება, ამ მომენტისთვის პროექტის გარანტიებზე საუბარი ზედმეტია, რადგან ის დამუშავების ადრეულ სტადიაში იმყოფება.