„ჭკვიანი საათების“ უმრავლესობა უჩვეულო დიზაინით გამოირჩევა, თუმცა თანამედროვე სტილი ყველას არ იზიდავს.
ცოტა ხნის წინ მორიგი ჭკვიანი საათი Pi გამოვიდა, რომელიც კლასიკური ქრონომეტრის მსგავსად გამოიყურება. მისი კორპუსი ტატანიუმისგან არის შექმნილი და აქვს ტყავის სამაჯური. სიახლის ფასი კი 50 დოლარია.
მოწყობილობა აკონტროლებს მეპატრონის ძილს, გატყობინებთ შემომავალ ზარებსა და მოკლე ტექტურ შეტყობინებებს, ეს ყველაფერი მის 1,3 დიუიმიან ეკრანზე გამოდის. საათის ავტონომიური მუშაობის დრო 10 საათია.
სიახლის პრეზენტაცია 25 აპრილს შედგება.
