Huawei-ს საფირმო გაჯეტები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ დღეებში კომპანიამ ჰიბრიდული მოწყობილობა TalkBand B3 წარმოადგინა. ეს არის ჭკვიანი სამაჯური და ფიტნეს-თრექერი.
მოწყობილობა არ უშინდება მტვერს. ავტონომიურ რეჟიმში ის 4 დღე მუშაობს. სიახლეს მოხრილი ეკრანი აქვს, რომელიც Gorilla Glass-ის მინით არის დაფარული. სრულფასოვანი მუშაობისთვის კი გაჯეტი სმარტფონთან სინქრონიზირდება, აქვს iOS-სა და Android-ის მხარდაჭერა.
სულ სამაჯური სამ ვერსიად გამოვა და მათი ფასი 169-დან 249 დოლარამდე იმერყევებს.
