კომპანიამ SquareTrade გამძლეობის ტესტი iPhone-ის სამ მოდელში ჩაატარა. პირველ გამოცდაში ყველაზე სუსტი iPhone SE აღმოჩნდა. iPhone 6s-მა წყალში დაახლოებით ნახევარი საათი გაძლო, iPhone 6s Plus-მა კი 10 წუთზე მეტი, მაშინ, როდესაც iPhone SE -ის გათიშვისთვის ნახევარი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა.
მბრუნავ კონტეინერში iPhone SE-ის კორპუსს ბზარები გაუჩინა, iPhone 6s თითქმის უვნებელი გადარჩა, iPhone 6s Plus-ს კი მინა გაუტყდა.
2 მეტრიანი სიმაღლიდან კი ასფალტზე დაცემის შედეგად არცერთი მათგანი არ გადარჩენილა: სამივეს დისპლეი გაუტყდა.