Huawei-მ ორი ახალი სმარტფონი წარმოადგინა – P9 და P9 Plus. ორივე მათგანს FullHD-გარჩევადობის ეკრანი აქვს, თუმცა მათი ტექნოლოგები ერთმანეთისგან განსხვავდება, Huawei P9-ს IPS LCD, ხოლო P9 Plus-ს – AMOLED ეკრანი აქვს და ის ძლიერად დაჭერაზე რეაგირებს.
ორივე მოწყობილობის წინა წინა კამერა 8, ხოლო ძირითადი 12 მეგაპიქსელიანია. რაც შეეხება ეკრანის ზომას, P9-ს 5,2, ხოლო P9 Plus-ს 5,5 დიუიმი შეადგენს.
ახალი სმარტფონები სხვადასხვა ფერში იქნება წარმოდგენილი.