კალიფორნიაში სეზონის მთავარი IT-პრემიერა შედგა: Apple-მა სმარტფონი iPhone SE წარმოადგინა.
სიახლე ვიზუალურად iPhone 5s-ს ჰგავს, რომელიც 2013 წელს გამოვიდა. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ წინა მოდელის „გამეორება“, Apple-ში განმარტეს, რომ მომხმარებელი უპირატესობას პატარ დისპლეის მქონე სმარტფონებს ანიჭებს.
სიახლე რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი – ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი.
რაც შეეხება მონაცემებს, iPhone SE-ს 4 დიუიმიანი ეკრანი, 4K ხარისხის ვიდეოს გადაღების ფუნქცია და Touch ID მხარდაჭერა აქვს.
