KickStarter-ზე „ჭკვიანი“ ქურთუკის შესაქმნელად თანხების მოძიება დაიწყო. სიახლეს Flexwarm ჰქვია. მისი მთავარი უპირატესობა კი თან დართული გამათბობელია, რომლის ელემენტებიც ზურგზე, მაჯებსა და მკერდთან არის განთავსებული. კომპლექტს უფასო ხელთათმანებიც მოჰყვება.
სისტემის ენერგიას მასში ჩამონტაჟებული აკუმულატორი უზრუნველყოფს, რომელიც 3,5 საათიან მუსაობას უზრუნველყოფს. ბატარეა USB-ის საშუალებით ერთდება.
სიახლის რელიზი სექტემბერში იგეგმება და მისი ავტორების განცხადებით, ხელმისაწვდომი იქნება ყველა ძირითადი ზომა. წინასწარი შეკვეთით კი ქურთუკის ფასი 219 დოლარიდან დაიწყება.
