MasterCard დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გადახდის ახალ სისტემაზე გადადის. ამიერიდან, ნისლიანი ალბიონის მოსახლეობას გადახდის განხორციელება სელფით შეეძლება.
სახეს სპეციალური სისტემა გაარჩევს და მისი გამოყენება სტანდარტული პაროლის ან პინ-კოდის ნაცვლად იქნება შესაძლებელი. ცოტა ხნის წინ აღნიშნული ტექნოლოგია აშშ-სა და ჰოლანდიაში გამოიყენეს, ზაფხულისთვის კი ის ხელმისაწვდომი კიდევ 14 ქვეყანაში იქნება.