ამ პოსტის საშუალებით შეძლებთ შეადგინოთ იმ ადგილების სია, სად არ ღირს წასვლა თუ დაუვიწყარი სექსუალური თავგადასავლები გსურთ. აშშ ამ მხრივ ერთ-ერთი პირველია!
ღალატი არიზონაში არალეგალურია
დიახ, ცოლ-ქმრული ღალატისთვის აქ მართლაც შესაძლოა ციხეში მოხვდეთ, ამასთან, თან გაიყოლოთ პარტნიორი, რომელიც შესაძლოა, სულაც არ იყოს დაქორწინებული.
ალაბამაში სექს-სათამაშოებით ვაჭრობა სერიოზული დანაშაულია
ეს ყველაფერი შეიძლება ერთწლიან ციხედ ან 10 000 დოლარად დაგიჯდეთ. ასეთი სათამაშოების გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით არის გამართებული.
ქორწინება ბიძაშვილთან შტატების უმეტესობაში ლეგალურია
ეს შტატებია: ალაბამა, არიზონა, კალიფორნია, კოლორადო, კონექტიკუტი, ვაშინგტონი, ფლორიდა, ჯორჯია, ჰავაი, მასაჩუსეტსი, მერილენდი, ნიუ-ჯერსი, ნიუ-მექსიკო, ნიუ-იორკი, ჩრდ. კაროლინა, ტენესი, ვირჯინია და ა.შ.
მიჩიგანში, ქალთან, რომელიც დაჟინებით გიყურებთ, მიახლოება, – არაკანონიერია
ასეთი მცდელობა შესაძლოა 5 წლიან ციხედ ან 2 500 დოლარიან ჯარიმად დაგიჯდეთ.
მისისიპიში პოლიგამიაზე საუბარიც კი აკრძალულია
ამ სიტყვის ნებისმიერი ხსენების დროს 50-დან 500 დოლარამდე ჯარიმის გადახდა ან 6 თვიანი პატიმრობის მოხდა მოგიწევთ.
ორეგონში აკრძალულია „შიშველი“ ქანდაკებები
აღნიშნული კანონი არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად მიიღეს, თუმცა, აკრძალვაში ხელოვნებაც მოხვდა.
ტენესიში, სექსუალური განათლების მასწავლებელს აკრძალული აქვს „სექსუალური ფრაზების“ წარმოთქმა
მათი აზრით, ამ ყველაფერმა შესაძლოა, მოზარდს სექსუალური აქტივობისკენ უბიძგოს. აღსანიშნავია, რომ ტენენსი, შტატებს შორის, მოზარდებში ორსულობის მხრივ მე-17 ადგილზეა.





