აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აღიარებს, რომ სელფისგან დაიღალა. თავის მხარდამჭერებს ამერიკის პირველი პირი, ამ დღეებში მშობლიურ ილინოისში შეხვდა, სადაც კარიერა სენატორის რანგში დაიწყო. გამოსვლის დროს, ობამამ განაცხადა, რომ დაიღალა იმ ფაქტისგან, რომ გამუდმებით სელფის გადაღებას სთხოვენ.
„ეს არის ის, რასაც შევცვლიდი. როდესაც მე ამერიკის პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრიდი, მაშინ რომ გვქონოდა სმარტფონები, ალბათ უარს ვიტყოდი ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ხალხს აღარ უნდა ჩემთვის ხელის ჩამორთმევა, მათ ხომ ტელეფონები აქვთ?!“ -განაცხადა ბარაკ ობამამ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ნეგატიურად რეაგირებს სელფიზე. იანვარში მან ერთ-ერთ მსმენელს გადაღებაზე უარიც უთხრა.