სამხრეთკორეელმა მეცნიერმა რობოტი, სახელად Drinky შექმნა, რომელიც მარტოხელა ადამიანებს ყველაზე უიმედო მდგომარეობიდან გამოიყვანს. თუ გვერდით არცერთი მეგობარი არ გყავთ, თქვენ კი დალევა გინდათ, Drinky ყოველთვის მზად იქნება კომპანიონობა გაგიწიოთ.
ალკოჰოლის მოყვარული რობოტი იმპროვიზირებულად აწევს ჭიქას და დალევს. ამასთან, ის მეორე ხელის მოძრაობით მიგანიშნებთ, რომ დროა ჭიქა შეუვსოთ, ხოლო მას შემდეგ, რაც დალევს, ლოყები შეუვარდისფერდება.
ჯერ-ჯერობით, Drinky მასობრივ წარმოებაში არ ჩაშვებულა.
https://www.youtube.com/watch?v=StEXXdhgRPs