Lenovo-მ ახალი სათვალე, Glasses T1 წარადგინა, რომელიც სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებისას მუშაობს. თითოეულ ლინზაში სრული HD მიკრო OLED ეკრანებია ჩამონტაჟებული, რომლებიც იმ ვირტუალურ სივრცეს გთავაზობთ, რომლის დანახვასაც მხოლოდ თქვენ შეძლებთ.
Glasses T1-ს მაღალი კონტრასტის თანაფარდობა აქვს, თითო თვალის გარჩევადობა 1920×1080-ს უდრის, განახლების სიხშირე კი 60Hz-ს აღწევს. მეტი კომფორტისთვის, Lenovo-მ სათვალეში დინამიკებიც ჩაამონტაჟა, ასე რომ, თქვენი ყურების დროს, დამატებითი ყურსასმენები აღარ დაგჭირდებათ. ახალი მოწყობილობა გაყიდვაში 2023 წელს ჩაეშვება.
https://www.youtube.com/watch?v=8L9U5a61Y1s&feature=emb_title