პოპულარულმა IT-ვიდეობლოგერებმა 2015 წლის საუკეთესო სმარტფონების რეიტინგი შეადგინეს, შესაბამისი ვიდეო კი YouTube-ზე გაავრცელეს.
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: Nexus 6P, iPhone 6s Plus და Moto X Pure Edition. აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 5-ისა და Nexus 6P-ის დაპირისპირებაამ უკანასკნელის მცირე უპირატესობით დასრულდა, რაც თითის სკანერის მაღალ ხარისხში გამოიხატება.
iPhone 6s Plus-მა უპირატესობა მაღალსიჩქარიანი პროცესორის, აკუმულატორისა და კამერის პროგრამული უზრუნველყოფის გამო დაიმსახურა.
რაც შეეხება Moto X Pure Edition-ს, ის საშუალო სეგმენტის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა.
რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს, ისინი ასე გამოიყურება:
ყველაზე კომპაქტური სმარტფონი – iPhone 6s;
საუკეთესო ფაბლეტი – Samsung Galaxy Note 5;
საუკეთესო კამეროფონი – Galaxy Note 5;
ყველაზე ბიუჯეტური სმარტფონი – OnePlus Х, რომლის ფასი 250 დოლარია და ა.შ.