მსოფლიოში არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც ადამიანი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა საზოგადოებაში, ცხოვრების მოკრძალებული წესით ცხოვრობს.
ფული და მდგომარეობა საზოგადოებაში რომ მთავარი არ არის, მათ საკმაოდ ადრე გაიგეს.
შვედეთის პრინცესა
პრინცესა მადლენი, რომელიც თავად უვლის საკუთარ ძაღლს
ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი
ხოსე კორდანო – ურუგვაის პრეზიდენტი, ადგილობრივები მას ელ პეპეს ეძახიან. ის თითქმის მთელს ხელფასს ქველმოქმედებას ახმარს, რის გამოც მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად არის მოხსენიებული.
ცხოვრობს სოფელში. წყალს, რომელიც სჭირდება, ჭიდან თავად ეზიდება, ხოლო მისი ყველაზე მდიდრული შენაძენი 1987 წელს გამოშვებული „ფოლკსვაგენ ხოჭოა“. კორდანოს არ აქვს საბანკო ანგარიშებიც.
პრეზიდენტი საავადმყოფოს რიგში
ლონდონის მერი
მისტერ ბორის ჯონსონი, ლონდონის მერი. მას არ ერიდება ჰალსტუხის გარეშე სიარული,
თავისუფლად იცვამს სპორტულ ქურთუკს, ზურგჩანთას და ველოსიპედის შლემს.
ნიუ-იორკის ყოფილი მერი
მაიკლ ბლუმბერგი საკმაოდ საინტერესო ინდივიდია. ფოტოზე საქალაქო საბჭოს შენობაში ის
რიგითი თანამშრომლის ადგილზე ზის და საკუთარ მოვალეობას სწორედ ისე ასრულებს.
ცნობისთვის, ბლუმბერგი მე-13 ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის.
Google-ის ლეგენდა
სერგეი ბრინი – კომპიუტერული ბიზნესის ლეგენდა, Google Inc.-ის თანადამაარსებელი და
კომპანიის ტექნოლოგიური განყოფილების დირექტორი, მილიარდერი და ამერიკის ერთ-ერთი
უმდიდრესი ადამიანი.
მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ მოკრძალებულად იქცევა – ცხოვრობს სამოთახიან ბინაში,
ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ხოლო მის კუთვნილებაში
ეკოლოგიურად სუფთა ჰიბრიდული ძრავიანი Toyota Prius -ია.
მილიარდერი მილიარდის გარეშე
ჩაკ ფინი – Duty Free-ს დამაარსებელი. იგი 83 წლისაა და მისი ქონება 7,5 მილიარდ დოლარს
უტოლდება. მას არ ჰყავს მანქანა, დაფრინავს ეკონომ-კლასით, ცხოვრობს მრავალსართულიან
ბინაში, სამშობლოში ჩასული ხშირად ჰგონიათ ტურისტი. გადასაადგილებლად კი
უპირატესობას ტაქსის ან მეტროს ანიჭებს.
უკანასკნელი 30 წელიწადი ქველმოქმედებაში მან 6 მილიარდზე მეტი დახარჯა – ეს თანხა მან
ამერიკაში, ვიეტნამში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და ბერმუდის კუნძულებზე მოხუცებულთა
სახლების, სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობისთვის გადარიცხა.
”დავრწმუნდი, რომ ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც გასცემ ფულს და ხედავ, რომ შენი ამ
ნაბიჯით რაღაც იქმნება, მაგალითად საავადმყოფო. არ მესმის რატომ ინახავენ ფულს”- აცხადებს
ფინი.






