ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ადელმა განაცხადა, რომ საბოლოდ უარი თქვა მოწევაზე. „გრემის“ 10-გზის ლაურეატის თქმით, წლების განმავლობაში ის დღეში ერთ კოლოფზე მეტს ეწეოდა. სიგარეტისთვის თავის დანებება მან 2012 წელს, ორსულობის, ასევე ხმის იოგებზე პრობლემების გამო გადაწყვიტა. ბრიტანელი მომღერლის თქმით, ყველაზე დიდი როლი კი ამ საქმეში მისმა ოჯახმა იქონია.
„მოწევა – ძალიან კარგი პროცესია, მაგრამ ფილტვების სიმსივნით რომ ვკვდებოდე, ჩემი შვილიც ამით მოკვდებოდა და დამნაშავე მხოლოდ მე ვიქნებოდი“, – განაცხადა მომღერალმა.