LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Instagram-მა 2015 წელი შეაჯამა

51

სოციალურმა ქსელმა Instagram მიმდინარე წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული ფოტოები, ქალაქები, ღირსშესანიშნაობები, ჰეშტეგები და სმაილი გამოავლინა.

ფოტო, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა, კენდალ ჯენერის სურათი გახდა, რომელსაც 3,2 მილიონზე მეტი გული დაუწერეს. ტოპ-5-ეულში ტეილორ სვიფტის ორი ფოტოც მოხვდა.

ყველაზე პოპულარულ ქალაქად ნიუ-იორკი დასახელდა. მას პარიზი და ლონდონი მოსდევენ. რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს, ეს წოდება ეიფელის კოშკმა, ლუვრმა და წითელმა მოედანმა დაიკავეს.

ყველაზე პოპულარული ჰეშტეგი გახდა #love, სმაილებს შორის კი „გული“ ლიდერობს.

Screen-Shot-2015-06-29-at-12.59.10-PM-copy

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები