LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აღწევენ სამოსნები უფრო მეტ წარმატებას

85

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯონ ჰალტივანგერმა პროვოკაციული სტატია დაწერა იმაზე, რომ სკოლის ნიშნები არაფერს ნიშნავს და ის ინტელექტუალური შესაძლებლობების გარანტიას სულაც არ იძლევა. მისი აზრით სამოსნები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში, ვიდრე ფრიადოსნები.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კარგი ატესტატი არ ნიშნავს ბილეთს ბედნიერ მომავალში და არც ოროსნები უჩივიან ხშირად ბედს. მათ შორის ხშირად არიან მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომელთა წარმატებისაც მსოფლიოს უმეტეს მოსახლეს შურს.

მაგალითად, სტივ ჯობსს არ მისცეს კოლეჯის დამთავრების საშუალება. იგივე სიტუაცია ჰქონდათ ბილ გეითსსა და მარკ ცუკერბერგს.

ჭკუა – ეს აბსტრაქტული ცნებაა და სწავლაში მიღწეული წარმატება ყოველთვის არ ნიშნავს ცხოვრებისეულ წარმატებას. სკოლა კი ყოველთვის არ წარმოადგენს დამოუკიდებლობისადმი მოსამზადებელ დაწესებულებას.

ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ოროსნებს უბრალოდ არ მოსწონთ სკოლის სტანდარტული დისციპლინა. თუმცა, ისინი არც იმას ამტკიცებენ, რომ ცუდი ნიშნების მიღება წარმატების გარანტიაა. ნიშანი, მხოლოდ ქაღალდზე ციფრს წარმოადგენს, საბოლოო ჯამში კი ჩვენს ცხოვრებას ხასიათი, გამოცდილება და კავშირები განაპირობებს და არა ნიშნები სკოლაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები