Samsung-მა წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი სმარტფონი, რომელიც ოპერაციული სისტემითTizen იმართება. მოდელი Z3, რომლის შესახებაც დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, გაყიდვაში გამოვა 21 ოქტომბერს ინდოეთში, რადგან Tizen-ის მომხმარებლების ძირითდი ნაწილი ამ ქვეყანაზე მოდის.
სმარტფონის ფასი 130 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის ტელეფონებს შორის Z3 გამორჩეულია. 4 ბირთვიან ტელეფონს 5 დუიმიანი დისპლეი ამშვენებს, ოპერატიული და ფლეშ მეხსიერება 1 და 8 გიგაბაიტი. კამერები 5 და 8 მეგაპიქსელი და მას 2 სიმ ბარათის მხარდაჭერა აქვს.
