LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონი, რომელიც პერსონალურ კომპიუტერად გადაკეთდება

79

Microsoft-ის პრეზენტაციაზე სმარტფონ Lumia 950 XL-ის განახლებული ვერსია წარმოადგინეს.

სიახლეს 5,7 დიუიმიანი დისპლეი და 20 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება. მასზე შესაძლებელი იქნება ძლიერი პროცესორის დაყენება, რომელიც გადახურებისგან დაიცავს. მოწყობილობას 32 გიგაბაიტიანი მეხსიერება და 8 ბირთვიანი პროცესორი ექნება. სიახლის შემქმნელების თქმით კი ნახევარ საათში სმარტფონი 50%-ით იქნება დატენილი.

სპეციალური სისტემის Windows Hello-ს წყალობით კი, Lumia 950 XL-ის განბლოკვა სახის ამომცნობით იქნება შესაძლებელი. თუმცა, სმარტფონის მთავარი ღირსება ის იქნება, რომ მას პერსონალურ კომპიუტერად გადაქცევა შეეძლება, საჭირო იქნება მხოლოდ თაგვის, კლავიატურისა და მონიტორის მიერთება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები