LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იყიდა ერთმა ახალგაზრდამ Google 12 დოლარად?

114

Google.com – ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია ინტერნეტში.  რამდენიმე დღის წინ, ადამიანმა სახელად სანმეი ვედი, რომელიც ადრე Google-ში მუშაობდა, მისი მფლობელი ერთი წუთით გახდა.

ვედის თქმით, რომელმაც ეს უცნაური ისტორია LinkedIn-ზე აღწერა, მან დომენის ყიდვა 29 სექტემბერს, დღის 1:20 საათზე შეძლო. როდესაც ვედი Google Domains-ზე იმყოფებოდა, მან დაინახა, რომ აღნიშნული დომენი გასაყიდად იყო გატანილი. მან მომენტალურად მოათავსა ის კალათში და 12 დოლარად მისი მესაკუთრე გახდა.

გადახდა წარმატებით განხორციელდა და ვედი Google.com-ის ადმინი გახდა, ამას გარდა მან შეტყობინებების მიღება დაიწყო.

„მე დავიწყე Google Sites-ის მიერ მართული საიტების შეტყობინებების მიღება“-აცხადებს ვედი.

Google.com-ის მფლობელობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რამდენიმე წუთის შემდეგ მას თანხა უკან დაუბრუნდა, ხოლო დომენი საწყის მდგომარებას დაუბრუნეს. ვედმა Google-ის ადმინისტრაციას მიმართა, აეხსნათ მომხდარი, მას უპასუხეს, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობა იყო. ოფიციალურად კი საძიებო სისტემის გიგანტის წარმომადგენლებს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები