კომპანიამ Allwinner „ჭკვიანი სათვალე“ წარმოადგინა, რომელიც Google Glass-ის ანალოგი იქნება. სიახლე ვიზუალურადაც ჰგავს საძიებო გიგანტის ნაწარმს. მას A33 ერქმევა და Full HD ვიდეოს გადაღება შეეძლება – 60 კადრი წამში სისტემით.
სიახლეს 5 მეგაპიქსელიანი კამერა, ხმის დამხშობი მიკროფონი, GPS, Bluetooth და Wi-Fi. ცნობილია ისიც, რომ სათვალე ხმაზე რეაგირებს. ამ ეტაპზე მხოლოდ მისი პროტოტიპია წარმოდგენილი. ფასის შესახებ ინფორმაცია არ არის.