LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზერული საპარსი – ეს უკვე რეალობაა

352

სხეულიდან თმის მოცილება, საკმაოდ უსიამოვნო და ამვდროულად აუცილებელი პროცედურაა. მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-დან გადაწყვიტა პარსვის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულო გახადოს, თანაც უსიამოვნო შედეგების გარეშე, როგორიც არის თუნდაც კანის გაღიზიანება. მათი გამოგონება ინოვაციური ლაზერული საპარსია სახელად Skarp.

ის მოუხდება კანის ნებისმიერ ტიპს. ქალებს, მამაკაცებს და მოზარდებსაც. შემქმნელების განცხადებით ის არ ტოვებს ნაკაწრებს და ჭრილობებს, არ იწვევს გაღიზიანებას და ინფექციის რისკიც არ აქვს. Skarp-ის გამოყენებისას არ არის საჭირო გელის ან ქაფის წასმა და არც გაპარსვის შემდგომი ლოსიონი დაგჭირდებათ. ლაზერული საპარსის ფასი 159 დოლარია.

 

12047599_1027057793991709_287563659_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები