55 დუიმიანი დასახვევი ტელევიზორის წარმოება 3-4 წელიწადში იგეგმება.
სამხრეთ კორეული კომპანია ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2016 წელს აშშ-ში გაიმართება, აპირებს გამოიტანოს დრეკადი OLED- ტელევიზორები. ჯერ-ჯერობით საუბარია 55 დუიმიანი დასახვევი ტელევიზორის პროტოტიპზე, რომელიც წარმოებაში 3-4 წელიწადში ჩაეშვება.
კომპანიაში LG Electronics თვლიან, რომ დიდი ზომის დრეკადი ეკრანები, გაცილებით მეტ მოგებას მოიტანს, ვიდრე პატარა ზომის ტელევიზორები. მსგავსი ტელევიზორებისგან განსხვავებით, ასეთი ეკრანი შეგიძლიათ დაკეცოთ და მოათავსოთ თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ადგილას.


