LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ტაიმის შემდეგ ბარსა 3:1 იგებს

54

„დინამო არენაზე“ გამართული უეფას სუპერთასის შეხვედრის პირველი ტაიმი კატალონიის  „ბარსელონას“ გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე საჯარიმო დარტყმით ევერ ბანეგამ გახსნა და „სევილია“ წინ გაიყვანა. მე-7 წუთზე ლეო მესიმ ასევე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად 9 წუთში მესიმ დუბლი გაიფორმა, არგენტინელმა კვლავ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა და „ბარსა“  წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს სუარესის პასით რაფინიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი „ბარსელონას“ გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრა მოლოდინს ამართლებს, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრები ვარაუდობენ მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანია, პირველ ტაიმში გატანილი 4 გოლი ყველაფერზე მეტყველებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები