L’Oréal-მა მაკიაჟის პრინტერი შექმნა. ის ადამიანზე ინდივიდუალურად მორგებულ წარბებს წამებში შექმნის. ხელის პრინტერის პროტოტიპი, სახელწოდებით L’Oréal Brow Magic, 2023 წლის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე წარადგინეს.
აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, წარბის სასურველი ვერსია საკუთარ სახლშივე შექმნას, ამისათვის კი სპეციალური აპლიკაციაა საჭირო, სახელწოდებით Brow Magic. მაკიაჟის რუტინის დასაწყებად, მომხმარებელმა ჯერ თავსებადი პრაიმერი უნდა წაისვას წარბებზე, შემდეგ კი პრინტერი დაიდოთ. საბოლოოდ, ზედა საფარი პრაიმერს ამაგრებს.
კომპანიის ცნობით, პრინტერი მიმდინარე წელს ჩაეშვება გაყიდვაში. მისი ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

