“Google-ს სურს, რომ თქვენი სმარტფონი ისეთივე პრინციპის გახდეს, როგორც Lego-ს ცნობილი ფიგურებია”, – წერს Time.
სწორედ ამას წარმოადგენს პროექტი სახელწოდებით Ara, რომლის მიხედვითაც სმარტფონის ნაწილებად დაშლა და ამა თუ იმ დეტალის სხვა მონაცემებით ჩანაცვლება (მაგალითად 5-ის ნაცვლად 16 მეგაპიქსელიანი კამერის დაყენება და ა.შ.) შესაძლებელი ხდება.
აღნიშნული იდეა კომპანიამ 2 წლის წინ გააჟღერა. მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ჩანაფიქრი ასრულდება, მსგავსი სმარტფონის წარმოებაში ჩაშვება 2016 წლის ბოლომდე მოხდება.