ჟურნალ People-თან ინტერვიუს დროს, ადელმა განშორებასა და გატეხილ გულზე თავისი საყვარელი სიმღერების რეიტინგი შეადგინა. ყველას გასაკვირად, მასში არცერთი თავისი სიმღერა არ მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მომღერალი ბედნიერად ცხოვრობს თავის ბოიფრენდთან და ვაჟიშვილთან ერთად, ის წინა წარუმატებელი ურთიერთობის გამო, მუდმივად სევდიან განწყობასთან ასოცირდება. ადელის რეიტინგში მოხვდა როგორც კლასიკური ბლუზი, ასევე თანამედროვე პოპ-სიმღერებიც.
რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
«I Can’t Make You Love Me» – Bonnie Raitt
«After the Storm» – Mumford & Sons
«Cosmic Love» – Florence + the Machine
«This Year’s Love» – David Gray
«Not Like the Movies» – Katy Perry