ადელმა თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სირპრიზი მოუმზადა: მომღერალმა, რომელიც ამჟამად ახალ კლიპზე „Send My Love (To Your New Lover)“ მუშაობს, ვიდეოს ამონარიდი გამოაქვეყნა.
თიზერი ადელმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, რაც შეეხება კლიპის ახალ ვერსიას, ის 22 მაისს გამოვა. რეჟისორი პატრიკ დოტერსია, ვიდეოს გადაღებები კი ლონდონში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ სიმღერა „Send My Love (To Your New Lover)“ ადელის უკანასკნელ ალბომში „25“ შედის.
https://www.instagram.com/p/BFdzSzUgfDS/?taken-by=adele