რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერში კონცერტის მსვლელობის დროს ადელს სიმღერის ტექსტი დაავიწყდა. მომღერალი თავის ცნობილ ჰიტს „Million Years Ago“ ასრულებდა, როდესაც მოულოდნელად მიხვდა, რომ შეცდომით მისამღერს მღეროდა.
იგი არ დაიბნა და დამსწრე აუდიტორიას განუცხადა, რომ სიტყვები აღარ ახსოვს, შემდეგ კი მათ დახმარებისთვის მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ადელს სიმღერის ტექსტი დაავიწყდა: 2011 წელს, ბოსტონში კონცერტის დროს მას თავისი ჰიტის „Chasing Pavements“ ტექსტის ნაწილი, ხოლო 2009 წელს – მონრეალში შოუს დროს სიმღერის „Tired“ ფრაგმენტები დაავიწყდა.