LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელს წიგნის დაწერა სურს

77

წარმოუდგენლად წარმატებული კარიერის მოწყობისა და „ოსკარის“ მოპოვების შემდეგ, ადელს ძალების სხვა სფეროში მოსინჯვა სურს – მომღერალმა აღიარა, რომ წიგნის დაწერა უნდა.

„მინდა გამოვუშვა წიგნი. მართალია, ამ საქმეში ცუდად ვერკვევი, მაგრამ უნდა ვისწავლო და ვეცადო დავწერო, კერძოდ კი ფანტასტიკა. დაზუსტებით არ ვიცი, რაზე იქნება ის“, – განაცხადა მომღერალმა.

ადელმა ისიც აღიარა, რომ წერის მუზა მას დეპრესიაში ყოფნის დროს მოსდის, ამიტომ როდის დაიწყებს ის წერას, უცნობია, რადგან ამ ეტაპზე მისი პირადი ცხოვრება მშვიდი და მოწყობილია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, მომღერალმა Sony-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ხმისჩამწერმა კომპანიამ მას 100 მილიონი დოლარი გადაუხადა. ადელი ახალ ალბომზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები