LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დრონები კომპანია DJI-ისგან

178

კომპანია DJI (დი ჯი აი)-მ ახალი დრონები – Inspire 2 და Phantom 4 Pro წარმოადგინა. მოდელები აღჭურვილია ახალი საფრენი სისტემით. მოწყობილობები კამერის სტაბილიზაციას 22 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროსაც ახდენს.

აღსანიშნავია, რომ Inspire 2 უპრობლემოდ მუშაობს -20° ტემპერატურის შემთხვევაშიც. მისი კორპუსი დამზადებულია მაგნიუმისა და ალუმინის ტექნოლოგიით, რაც გაჯეტის წონის სიმცირეს განაპირობებს. მოწყობილობის სიმსუბუქე 108 კმ/სთ სიჩქარით ფრენას უზრუნველყოფს.

https://youtu.be/XBHuftMcmis

რაც შეეხება Phantom 4 Pro-ს, იგი Inspire 2-სგან განსხვავებით, უნივერსალური გაჯეტია. დრონის მაქსიმალური სიჩქარე 50-დან 72 კმ/სთ-ით განისაზღვრა. რაც შეეხება დამატებით ტექნოლოგიების, მოწყობილობა აღჭურვილია GPS მოდულით, კომპასით, microSD მეხსიერების ბარათითა და HDMI პორტით.

მოდელების ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: Inspire 2 სულ რაღაც 3400 ევრო ღირს, ხოლო Phantom 4 Pro -ს ფასი 1700 ევროს შეადგენს.