LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon-ის დრონი ადამიანებს დაეხმარება

49

კომპანია Amazon მომავლის დამხმარე დრონს შექმნის. მოწყობილობა ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაეხმარება.

დამხმარე დრონი შეასრულებს ხმოვან ბრძანებებს, ხოლო მისი ფუნქციები საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს: მაგალითად, თუ დაგავიწყდათ სად დააყენეთ თქვენი ავტომობილი, ის იპოვის, ხოლო შემდეგ მასთან მიგიყვანთ. იგივე ვრცელდება დაკარგულ ბავშვზე ან ზრდასრულ ადამიანზე.

დამხმარე დრონების საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება ბევრი რამის გაგება, მაგალითად ხომ არ დაგავიწყდათ ავტოფარეხის დაკეტვა და ა.შ.

აღნიშნულ დავალებას დრონი RFID-ის საშუალებით ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები